თუ თავი გტკივათ თვეში ორჯერ ან მეტად – ეს არის ხშირი თავის ტკივილი. ამინდის ცვლილება, ძილის დარღვევა, სტრესი, ან მსგავსი რამ არ არის ამის მიზეზი, ისინი მხოლოდ მის პროვოცირებას ახდენენ.
საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, თავის ტკივილი ორ ჯგუფად იყოფა: პირველადი და მეორადი. პირველადი- არის დამოუკიდებელი დაავადება. მეორადი -არის სხვა დაავადების სიმპტომი.
პირველადი გვხვდება 90-95% შემთხვევებში, მას მიეკუთვნება:
შაკიკი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი, ხანგრძლივი (4-72 სთ-მდე), პულსირებადი ტკივილი, უპირატესად ცალმხრივი (რაზეც მიუთითებს მისი ბერძნული სახელწოდება ”ჰემიკრანია” – თავის ნახევარი), თან ახლავს – გულისრევა, ღებინება, სინათლისა და ბგერების აუტანლობა.
-
დაძაბულობის თავის ტკივილი:
ეს არის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი შეაწუხოს. ის დაკავშირებულია თავისა და კისრის კუნთებისა და მყესების დაჭიმულობასთან.
-
კლასტერული თავის ტკივილი:
ტკივილი ერთბაშად იწყება, წესისამებრ, ლოკალიზებულია თვალის უკან და მის გარშემო და ძალიან ძლიერია.
მტკივნეულ მხარეს თვალი და ცხვირი შესაძლოა გაწითლდეს და შეშუპდეს. ზოგჯერ შეინიშნება ცრემლდენა და ცხვირიდან გამონადენიც.
საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა 150-ზე მეტი სახის პირველადი და მეორეული თავის ტკივილი.
პირველადს მიეკუთვნება :შაკიკი, დაძაბულობის თავის ტკივილი, კლასტერი.
რა არის ძირითადი მიზეზი?
კისრის მალების განივ მორჩებში გადის ვერტებრული (ხერხემლის) არტერიები.
კისრის მალების გადაადგილება, კისრის სეგმენტის გამრუდების შედეგად, იწვევს ამ არტერიების მოჭყლეტვას და მათში სისხლის ნაკადის დაქვეითებას. ამას მოყვება თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი, რაც ხდება თავის ტკივილის მიზეზი.
სპეციალისტების დაკვირვებებმა მთელ მსოფლიოში გვიჩვენა,
რომ ხერხემლის პირველი მალის (ატლასის) ქვეამოვარდნილობის აღმოფხვრა
იწვევს თავის ტკივილების მოხსნას 85% პაციენტებში,
10% შემთხვევაში პაციენტები აღნიშნავენ ტკივილის სიმძლავრის, სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირებას .იხ.ატლასის ქვეამოვარდნილობა
რაზე მეტყველებს ეს?
იმაზე, რომ პირველადი თავის ტკივილების 95%–ის მიზეზი, ჩვენს პაციენტებში, არის პირველი მალის არასწორი მდებარეობა.
ატლასის ქვეამოვარდნილობას მედიცინასა და რადიოლოგიაში ჯერჯერობით არ აქცევენ სათანადო ყურადღებას და ის ჩვენს ქვეყანაში მიღებული კლასიფიკაციით, არ არის გამოყოფილი ცალკე დაავადებად (როგორც, მაგალითად, მუხლის სახსრის ქვეამოვარდნილობა).
ამიტომ მასთან დაკავშირებული თავის ტკივილები ჩანს როგორც პირველადი ანუ უმიზეზოდ წარმოქმნილი.
სინამდვილეში, ისინი უნდა მივაკუთვნოდ მეორად თავის ტკივილებს, რომლის მიზეზიც არის პირველი მალის ქვეამოვარდნილობა.
მიზეზის მოგვარება
ევროპაში უკვე 20 წელზე მეტია დანერგილია ხერხემლის პირველი მალის ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტიკა და მისი ეფექტურად და უსაფრთხოდ აღმოფხვრის მეთოდი.
ჩვენი ექიმი–ატლასსპეციალისტი მზად არის, გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს გაწუხებთ თავის ტკივილი, გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტთან.
ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში თავის ტკივილის მკურნალობა იწყება პირველი მალის გასწორების პროცედურით.
თუ პაციენტი მიჰყვება ექიმის რეკომენდაციებს, იღებს სტაბილურ და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
რა თქმა უნდა, ატლასპროფილაქს–პროცედურის შემდგომ საჭიროა დრო და ძალისხმევა, რათა სხეულმა შეძლოს ცვლილებების მოოხდენა.
თუმცა, ამ ძალისხმევას უმეტეს შემთხვვევაში მოაქვს კარგი შედეგი!
ატლასპროფილქს-პროცედურის შესახებ გაიგეთ მეტი აქ:
ექიმ-ატლასსპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
(032) 224-20-80; 599484452