დიაგნოსტიკა
პაციენტს არ შეუძლია თვითონ დაადგინოს აქვს თუ არა პირველი მალა სწორ (ბუნებრივ) პოზიციაში. ამისთვის საჭიროა მიმართოს ექიმ- ატლასსპეციალისტს.
ატლასპროფილაქს-პროცედურამდე ექიმი ატარებს კონსულტაციას, რომლის დროსაც ხდება პაციენტის გასინჯვა, მისი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (ხერხემლის სვეტის, კუნთების, სახსრების) მდგომარეობის შეფასება.
ატლასის მდებარეობის შეცვლის დასადგენად გამოიყენება შვეიცარიაში შემუშავებული სპეციალური კინეზიოლოგიური (მამოძრავებელი) ტესტები. ამ ტესტების მეშვეობით შესაძლებელია კეფა-ატლანტის სახსრის ფუნქციის დარღვევის დადგენა.
დიაგნოსტიკისთვის ასევე შესაძლებელია რენტგენოლოგიული, კომპიუტერული ან მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიული გამოკვლევების გამოყენება, რომლებიც უნდა გაკეთდეს ატლასპროფილაქს-პროცედურამდე და შემდეგ.
თუმცა ეს გამოკვლევები კარგად ასახავს აგებულებას, მაგრამ ვერ გვიჩვენებს ფუნქციურ ცვლილებებს (მაგალითად სახსარში მოძრაობის დარღვევას). ამ გამოკვლევების მიხედვით, შესაძლოა კეფა-ატლანტისა და ატლანტო-აქსიალური სახსრების სტრუქტურა იყოს წესრიგში, მაგრამ მათი ფუნქცია-მოშლილი. ასეთი გამოკვლევების კიდევ ერთი ნაკლია – სიძვირე. აქედან გამომდინარე, ეს ძვირადღირებული გამოკვლევები კეთდება მხოლოდ პაციენტის სურვილის შემთხვევში.