მკურნალობა
მკურნალობა ყოველთვის კომპლექსურია და ითვალისწინებს ატლასთერაპიას-პირველი მალის სწორ პოზიციაში დაბრუნებას და დამატებით გამაჯანსაღებელ პროცედურებს, როგორიცაა რელაქსაციური მასაჟი, გამაჯანსაღებელი ვარჯიში, აუტოგრავიტაციული და ბიორეზონანსული თერაპია (იხ. მეტი ატლასის ქვეამოვარდნილობის აღმოფხვრა და რეაბლიტაციის პროცესი). ამ დროს ხდება ხერხემლის სწორი მოძრაობების აღდგენა,იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება.
ატლასთერაპიის შემდეგ ტკივილები ხშირ შემთხვევებში სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება. რთულ შემთხვევებში,როგორიცაა სქოლიოზი, მალთაშორის დისკის თიაქარი,კიფოზი საჭიროებს უფრო მეტ დროს,რადგან ცვლილებები ხდება თანდათანობით. მკურნალობის შემდეგ რეკომენდირებულია პერიოდულად კონტროლი ატლასსპეციალისტთან,მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები.