რატომ გვაწუხებს ხერხემალი?
xerxemlis tkivili ხერხემალი არ არის ერთი ძვალი. ეს არის რთული სისტემა, რომელიც შედგება ცალკეული მალებისგან და მალთაშორისი დისკებისგან.
მალთაშორის დისკებს აქვთ თვისება შეისრუტოს და გასცეს წყალი, რაც დამოკიდებულია გარეშე ზემოქმედებაზე. ხერხემალი
ნორმალურ მდგომარეობაში მალთაშორის დისკებს აქვთ გარკვეული სიმაღლე. მათ შემადგენლობაში შედის დიდი რაოდეობით წყალი და ქონდროიტინ სულფატი.
xerxemlis tkivili რა პროცესები ვითარდება ხერხემლის დაავადებების: ოსტეოქონდროზის, დისკოზის, მალთაშორის დისკის თიაქრის შემთხვევაში?
ხდება მალთაშორისი დისკების გაუწყლოვანება, თანდათანობით მათი დაწევა. შედეგად მალები უახლოვდება ერთმანეთს. ასევე ამ დროს შესაძლებელია ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვული ფესვის მოჭყლეტვა, რაც იწვევს ძლიერ ტკივილებს.
რთულ შემთხვევებში ხდება მალთაშორისი დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც ყალიბდება დისკის თიაქარი (ე.წ „დისკის გამოვარდნა“).
ასეთ შემთხვევებში, ტკივილი გაუსაძლისი ხდება. ამას მოყვება რეაქცია ხერხემლის ღრმა და ზედაპირული კუნთების მხრიდან, რაც გამოიხატება კუნთების დაჭიმულობით და ტკივილით.
იცოდით თუ არა, რომ ამ დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზია: ხერხემლის პირველი მალის არასწორი მდებარეობა (იხ. მეტი – სიმპტომები და მკურნალობა).
ევროპაში უკვე 20 წელზე მეტია დანერგილია ხერხემლის პირველი მალის ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტიკა და მისი ეფექტურად და უსაფრთხოდ აღმოფხვრის მეთოდი. 2014 წლიდან ეს მეთოდი დაინერგა სქართველოში. გამაჯანსაღებელი ცენტრი „ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ არის ატლასპროფილაქს-მეთოდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი ექიმი–ატლასსპეციალისტი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს გაწუხებთ ხერხემლის დაავადებები გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტთან.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
ტელ: (032) 224 20 80 ; მობ: 599 48 44 52
მის: ქ.თბილისი, მცხეთის ქუჩა N6 ( ვაკეში, მრგვალ ბაღთან)
იხილეთ მსგავსი სტატია: ხერხემალი