თუ თავი გტკივათ თვეში ორჯერ ან მეტად – ეს არის ხშირი თავის ტკივილი. ამინდის ცვლილება, ძილის დარღვევა, სტრესი, ან მსგავსი რამ არ არის ამის მიზეზი, ისინი მხოლოდ მის პროვოცირებას ახდენენ. შაკიკის მკურნალობა.
საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, თავის ტკივილი ორ ჯგუფად იყოფა: პირველადი და მეორადი. პირველადი- არის დამოუკიდებელი დაავადება. მეორადი -არის სხვა დაავადების სიმპტომი.
პირველადი გვხვდება 90-95% შემთხვევებში, მას მიეკუთვნება – შაკიკი.
შაკიკის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია.
შაკიკის მკურნალობა
რა არის შაკიკი?
შაკიკი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის ძლიერი, ხანგრძლივი (4-72 სთ-მდე), პულსირებადი ტკივილი, უპირატესად ცალმხრივი (რაზეც მიუთითებს მისი ბერძნული სახელწოდება ”ჰემიკრანია” – თავის ნახევარი), თან ახლავს – გულისრევა, ღებინება, სინათლისა, ბგერების აუტანლობა და ძილის ძლიერი მოთხოვნილება .
- შემთხვევათა 50%-ში შაკიკის შეტევები იწყება 20 წლამდე ასაკში.
- 10 წელზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში თავის ტკივილის უმრავლესობა მიგრენოზულია.
- ოჯახური ისტორია დადებითია შემთხვევათა 70-90%-ში. შაკიკი უფრო ხშირია ქალებში;
შაკიკის კლასიფიკაცია
შაკიკის კლასიფიკაცია ეფუძნება თავის ტკივილის საერთაშორისო
კლასიფიკაციას:
- შაკიკი აურით (კლასიკური შაკიკი);
- შაკიკი აურის გარეშე;
- გართულებული შაკიკი (ოფთალმოპლეგიური, ჰემიპლეგიური, ბაზილარული არტერიის, კონფუზიური შაკიკი);
- შაკიკის ვარიანტები (ციკლური ღებინება, პაროქსიზმული ვერტიგო,
პაროქსიზმული ტორტიკოლისი).
გამომწვევი მიზეზი
შემთხვევათა 95%-ში შაკიკის გამომწვევი მიზეზი არის ხერხემლის პირველი მალის არასწორი პოზიცია.
კისრის მალების განივ მორჩებში გადის ვერტებრული (ხერხემლის) არტერიები. მალების გადაადგილება, კისრის სეგმენტის გამრუდების შედეგად, იწვევს ამ არტერიების მოჭყლეტვას და მათში სისხლის ნაკადის დაქვეითებას. ამას მოყვება თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი, რაც ხდება თავის ტკივილის მიზეზი.
ასევე ხერხემლის კისრის სეგმენტის გამრუდება, ოსტეოქონდროზი და კისრის კუნთების დაძაბულობა. ეს ყველაფერი კი , ხერხემლის პირველი მალის -ატლასის არასწორი პოზიციის შედეგია.
ასევე შაკიკის ეპიზოდებს ხშირად იწვევს,აღელვება, სისუსტე, თავის ტრავმა, სტრესი, ვარჯიში, მოგზაურობა,მენზესი, დიეტა. საკვები, რომელსაც შეუძლია შაკიკის შეტევის პროვიოცირება არის შოკოლადი, შებოლილი პროდუქტები და ა.შ
გამოსავალი არსებობს !
შაკიკის მკურნალობა
ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში შაკიკის მკურნალობა იწყება პირველი მალის გასწორების პროცედურით.
ევროპაში უკვე 20 წელზე მეტია დანერგილია ხერხემლის პირველი მალის ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტიკა და მისი ეფექტურად და უსაფრთხოდ აღმოფხვრის მეთოდი.ატლასპროფილქს-პროცედურის შესახებ გაიგეთ მეტი:
ჩვენი ექიმი–ატლასსპეციალისტი მზად არის, გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში. შაკიკის მკურნალობა.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს გაწუხებთ თავის ტკივილი, გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტთან.
ექიმ-ატლასსპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: (032) 224-20-80; 599484452