xerxemali ხერხემალი — ცხოველებისა და ადამიანის საღერძე ჩონჩხის ძირითადი ნაწილია.ადამიანის ხერხემალზე ასხმულია სხეულის დანარჩენი ნაწილები. ხერხემალი შედგება ერთმანეთთა სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული 33-34 მალისაგან, მათ შორის 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის და 4-5 კუდუსუნის მალა, რომლებიც შეზრდილია ერთიმეორესთან და წარმოქმნის გავის ძვალს და კუდუსუნს; მათ ერთმანეთთან ხრტილოვანი ქსოვილი აკავშირებს. ხერხემალი საიმედოდ იცავს ზურგის ტვინს.
კისრის პირველი მალა –ატლასი შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა. ხერხემალს აქვს 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი). აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ ზამბარისებრ წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე.
ხერხემალი . ხერხემლის დაავადებები xerxemali
ხერხემლის დაავადებებიდან შედარებით იშვიათი ანომალიების გარდა აღსანიშნავია:
- ხერხემლის ტრავმული ხასიათის დაზიანებები და დეფორმაციები: სქოლიოზი – ხერხემლის გამრუდება;
- ანთებითი დაავადებანი: სპონდილიტი,ოსტეომოელიტი ,
- დისტროფიული დაავადებები : ოსტეოქონდროზი,დისკოზი და მალთაშორისი დისკის თიაქარი და სხვ.
საკუთარ ხერხემალზე არა მხოლოდ უნდა ვიზრუნოთ, არამედ ყურადღებით მოვექცეთ, რადგანაც ჯანმრთელი ხერხემალი ჰარმონიული სხეულის საწინდარია.
“ჯანმრთელი ხერხემალი – ჰარმონიული სხეული” – სწორედ ეს სიტყვები არის ჩვენი გამაჯანსაღებელი ცენტრის სლოგანი.
რა ჩივილები აქვთ პაციენტებს ვისაც აწუხებს ხერხემალი: – ტკივილი და დაძაბულობა კისრის,ზურგის ან წელის არეში; – თავის ტკივილი; – შუილი ყურებში; – თავბრუ; – ხელების დაბუჟება; – მხრების და მენჯის ძვლების ასიმეტრია? იცით თუ არა .რომ ხერხემლის დაავადებების ძირითადი მიზეზი არის პირველი მალის – ატლასის არასწორი მდებარეობა! გაიგეთ მეტი
თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ე.ი თქვენ გესაჭიროებათ ატლასპროფილაქს-პროცედურა( ხერხემლის პირველი მალის-ატლანტის სწორ პოზიციაში დაბრუნება)იხ.მეტი :ატლასპროფილაქს-პროცედურა
ევროპაში უკვე 20 წელზე მეტია დანერგილია ხერხემლის პირველი მალის ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტიკა და მისი ეფექტურად და უსაფრთხოდ აღმოფხვრის მეთოდი. 2014 წლიდან ეს მეთოდი დაინერგა სქართველოში. გამაჯანსაღებელი ცენტრი „ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ არის ატლასპროფილაქს-მეთოდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი ექიმი–ატლასსპეციალისტი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ოსტეოქონდროზის მკურნალობ
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს გაწუხებთ ხერხემლის დაავადებები გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტთან.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: