ატლასის გადაადგილების მიზეზები

ატლასის მდებარეობის შეცვლა სამედიცინო ენაზე ჟღერს, როგორც პირველი მალის როტაციული ქვეამოვარდილობა. სრული ამოვარდნილობისგან განსხვავებით, ქვეამოვარდნოლობის დროს არ ხდება მყესებისა და იოგების დაზიანება და სასახსრე ზედაპირები უმნიშვნელოდ არის აცდენილი ერთმანეთს. ქვეამოვარდნილობის დროს პირველი მალა შემობრუნებულია მარცხნიდან მარჯვნივ (ან პირიქით) და გადახრილია გვერდზე.

ატლასის მალროტირება

ატლასი არასწორ პოზიციაშია (ხედი ქვემოდან)

მალის ასეთი მდებარეობა დაფიქსირებულია კეფასა და ატლასს შორის განლაგებული მოკლე, მაგრამ ძლიერი კუნთების მეშვეობით.

როტაციული ქვეამოვარდნილობა შესაძლოა როგორც კეფა-ატლანტის(C0-C1), ასევე ატლანტო-აქსიალურ (C1-C2) სახსრებში. ცდომილება სასხსრე ზედაპირებს შორის არის 2-4 მმ. ხერხემლის ამ სეგმენტში ასეთი არასტაბილურობის არსებობა იწვევს ცვლილებებს ხერხემლის სვეტის სხვა სეგმენტებშიც.

ატლასის მდებარეობის შეცვლის ძირითადი მიზეზი არის ტრავმა:

ცალკე გვინდა გამოვყოთ სამშობიარო ტრავმა-დაზიანებები,რომლებიც დაკავშირებულია მშობიარობასთან-შესაძლოა წარმოიქმნას ახალშობილებში პათოლოგიური მშობიარობის და არაკვალიფიციური სამეანო დახმარების გამო

ასეთ ტრავმას ახალშობილი იღებს არა მარტო ფიზიოლოგიური მშობიარობის, არამედ საკეისრო კვეთის დროსაც.

ატლასის როტაციული ქვეამოვარდნილობა იწვევს სისტემურ კომპენსატორულ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში, რაც უარყოფითად მოქმედებს, არა მარტო საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე (ძვლები, კუნთები, სახსრები და მყესები), არამედ ნერვულ, გულ-სისხლძარღვოვან და შინაგან ორგანოთა სისტემებზე.

ატლასი სწორ პოზიციაში

ატლასი არასწორ პოზიციაში

TOP