თავბრუხვევა და ყურებში შუილი - tavbrusxveva

თავბრუხვევა და ყურებში შუილიtavbrusxveva თავბრუსხვევა სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვანაირ მნიშვნელობას ატარებს. ზოგიერთი მას წონასწორობის დარღვევის აღსაწერად იყენებს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ამ დროს მის გარშემო ყველაფერი ტრიალებს.

თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

რა შეიძლება იყოს თავბრუხვევის მიზეზი? Tavbrusxveva

  • თავის ტვინის იმ ნაწილისთვის სისხლის ნაკადის შემცირება, რომელიც წონასწორობის დაცვაზე აგებს პასუხს, კერძოდ, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში;
  • თავის ტრავმა;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა (ტრანზიტორული იშემიური შეტევები);
  • ვესტიბულური დარღვევები(ყურში განლაგებული წონასწორობის აპარტი)
  • და სხვა;

რა შუაშია ხერხემალი? tavbrusxveva

თავბრუხვევა და ყურებში შუილიხერხემლის კისრის ნაწილი, ვესტიბულურ (წონასწორობის) და მხედველობის სისტემებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონასწორობის დაცვაში.

კისრის  კუნთებში  მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები - რეცეპტორები. რეცეპტორები აქტიურდება კისრის მოძრაობის, კუნთების დაჭიმვის დროს და თავის ტვინს აწვდის ინფორმაციას სივრცეში თავის მდებარეობის შესახებ.

კისრის მიდამოს პათოლოგიური ცვლილებების ძირითადი მიზეზია ხერხემლის პირველი მალის არასწორი მდებარეობა-ატლასის ქვეამოვარდნილობა (იხ. სიმპტომები და მკურნალობა).

ამ დროს, თავის ტვინი სივრცეში თავის მდებარეობას არასწორად განსაზღვრავს, რაც თავბრუხვევად აღიქმება. ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიის დროს შესაძლოა დაირღვეს ხერხემლის (ანუ ვერტებრულ) არტერიებში სისხლის ნაკადის გადინება.

ამის შედეგად აღმოცენდება სიმძიმის შეგრძნება თავში, შუილი და დაგუბების შეგრძნება ყურებში.

რა სიმპტომებით ვლინდება ხერხემლის კისრის მიდამოს დაზიანება?

  • თავბრუხვევა, არამყარობა, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. სიმპტომები ძლიერდება ხერხემლის კისრის ნაწილში სწრაფი მოძრაობისას (თავის დახრა, მიბრუნება-მობრუნება, ზევით ახედვა).
  • კისრის მიდამოში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი, ასევე - ტკივილი კეფის არეში საფეთქელსა და თვალში გადაცემით, კისრის უკანა ზედაპირზე კუნთების დაჭიმულობა, რასაც ხშირად თან ახლავს თავბრუხვევა.

ჩვენი ცენტრის ატლას-სპეცილისტი კინეზიოლოგიური (მამოძრავებელი) ტესტების მეშვეობით იკვლევს ხერხემლის კისრის ნაწილს, ადგენს ხერხემლის პირველი მალის პოზიციას. ზოგ შეთხვევაში აუცილებელია ხერხემლის ამ ნაწილის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა და სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია.

Tavbrusxveva როგორ ვმკურნალობთ?

თავბრუხვევა და ყურებში შუილიამ დროს მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს ატლასთერაპიას-პირველი მალის სწორ პოზიციაში დაბრუნებას (იხ. მეტი მკურნალობა და რეაბილიტაცია) და რელაქსაციური მასაჟის პროცედურებს. ამ დროს ხდება კისრის სწორი მოძრაობების აღდგენა, იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება. ატლას-თერაპიის შემდეგ თავბრუხვევა ხშირად სრულიად ქრება. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია პერიოდულად კონტროლი ატლას-სპეციალისტთან, მასაჟი და კისრის სპეციალური ვარჯიშები.

ტელ: (032)224-20-80 ; 599484452

TOP