ხშირად დასმული კითხვები

ხერხემლის პირველი მალას ატლასი (ან ატლანტი) ჰქვია. მას არა მხოლოდ უჭირავს თავი, არამედ მასზეა მიბმული მთელი ხერხემლის სვეტი. ეს სახელწოდება მას მითიური გოლიათის „ატლანტის“ გამო ეწოდა, რომელსაც, მითოლოგიის თანახმად, ცის თაღი უჭირავს.
ატლასი ადამიანების უმეტესობას დისლოცირებული (მდებარეობაშეცვლილი) აქვს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი  ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევებისა და დაავადებებისა.
1993-1996 წლებში შვეიცარიელმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ, რომელიც თავად იტანჯებოდა პირველი მალის დისლოცირების გამო, დანერგა რევოლუციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ატლასისთვის სწორი მდებარეობის დაბრუნება, უსაფრთხოდ, ზუსტად და სამუდამოდ.

დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამიანების 99%-ს ატლასი მალროტირებული აქვს (ანუ მალა გადახრილია მარცხნივ, მოტრიალებილია წინ და ზემოთ, მარჯვნივ და ქვემოთ). ამის მიზეზი შეიძლება იყოს სამშობიარო ტრავმა, ავტოავარია, თავის ქალის ტრავმები და ა.შ.

 ატლასის მალროტირება

ატლასის მალროტირება

რა შეიძლება გამოიწვიოს ატლასის არასწორმა პოზიციამ:

  • თავბრუ;
  • ოსტეოქონდროზი;
  • სქოლიოზი,კიფოზი.
  • თავის ტკივილი;
  • შაკიკი;
  • ხელების დაბუჟება;
  • მალთაშორის დისკის პროტრუზია და თიაქარი.
  • დისკომფორტი და ტკივილი კისრის არეში;
  • დისკომფორტი და ტკივილი ზურგისა და წელის არეში;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ან სიმპტომები ე.ი თქვენ გესაჭიროებათ ატლასპროფილაქს-პროცედურა (ხერხემლის პირველი მალის-ატლანტის სწორ პოზიციაში დაბრუნება).

ატლასპროფილაქს-პროცედურა დაგეხმარებათ დაამარცხოთ ეს დაავადებები და განთავისუფლდეთ ტკივილისგან!

ატლას-თერაპია მოიცავს ატლასპროფილაქს-პროცედურას და ორ დაგეგმილ ვიზიტს.

ა) ამ პროცედურის დროს ზემოქმედება ხდება მხოლოდ კეფის ღრმა კუნთებზე, რის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა უბრუნდება სწორ პოზიციას.

ბ) ატლასპროფილაქს-მეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური არასამედიცინო პროცედურა; მას უკეთებენ ახალშობილ ბავშვებსაც კი. მილიონობით ადამიანმა მთელ მსოფლიოში ჩაიტარა ატლასპროფილაქსი და განთავისუფლდა დიდი ხნის პრობლემებისა და ტკივილებისგან. 

გ) ატლასპროფილაქს პროცედურა უსაფრთხოდ ტარდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც ატლასპროფი ეწოდება და რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიაში ან მის რეგიონალურ წარმომადგენლობებში.

Atlasprofilax in Georgia - არის ატლასპროფილაქსის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. პროცედურას ატარებს შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიის მიერ დიპლომირებული სპეციალისტი ია გორგილაძე.

პირველი მალის სწორ პოზიციაში დაბრუნება შესაძლებელია ერთი პროცედურით. თუ პაციენტს არ ექნება რაიმე სახის ტრავმა, პირველი მალა რჩება სწორ პოზიციაში.

ატლასპროფილაქსით ხდება ხერხემლის დაავადებების მიზეზის აღმოფხვრა მაშინ, როცა კლასიკური მედიცინა ებრძვის ამ დაავადებების შედეგს!!! ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ მხოლოდ დაავადების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ იყო შესაძლებელი დაავადების სრული განკურნება.

რადგანაც პირველი მალა ადამიანის ჩონჩხის სიმეტრიის ღერძს წარმოადგენს, მისი გასწორება იწვევს მხრების, მენჯისა და ორივე ფეხის სიმეტრიულ განლაგებას. რამდენადაც ხერხემლის დანარჩენი მალები ატლასზეა მიბმული, მისი სწორ პოზიციაში ყოფნა იწვევს ხერხემლის სვეტის ასევე სწორ პოზიციაში თანდათანობით დაბრუნებას (იხ. სურათი). რადგანაც თავის ტვინში მიმავალი არტერიები აღარ განიცდის წნეხს, მას მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი (და, შესაბამისად, ჟანგბადი). ტვინი იწყებს კვლავ ნორმალურად ფუნქციონირებას, რაც იწვევს რეგენერაციისა და თვითრეაბილიტაციის პროცესის დაწყებას. ეს პროცესი ზოგ შემთხვევაში იწყება მეორე დღესვე, ზოგ შემთხვევაში კი 2-3 კვირის შემდეგ (პაციენტს ეხსნება ტკივილები, იშლება მხრებში, გრძნობს სიმსუბუქეს მთელ სხეულში და ა.შ) და გრძელდება მინიმუმ 6 თვეს. რთულ შემთხვევებში რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება რამდენიმე წელს. მაგ. სქოლიოზისა და ოსტეოქონდროზის შემთხვევაში პროცესი ჯერ სტაბილურდება, შემდეგ მიდის კუნთოვანი სისტემის გადაწყობა  და პარალელურად იწყება დისკების აღდგენა. ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია. უჯრედებისა  და ორგანოების  რეგენერაცია მყისიერად არ ხდება. ორგანიზმის რეაქცია პროცედურაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ ზოგის შემთხვევაში ჯანმრთელობის აღდგენა სწრაფად ხდება, მათ - ვისი ორგანიზმიც არასდროს ფუნქციონირებდა სრულფასოვნად - მეტი მოთმინება მართებთ.  სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაავადება მეტისმეტად გამწვავებულია, ხანგრძლივად დაავადებულ ორგანიზმს კი შეიძლება აღარ აღმოაჩნდეს რესურსი თვითრეაბილიტაციისთვის.

ატლასპროფილაქსი შეიძლება ჩატარდეს ჩვილობიდან 90 წლამდე. რადგანაც ამ პროცედურის წყალობით ხდება ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე, სასურველია ატლასპროფილაქსი ჩაუტარდეს  ბავშვებს ადრეულ ასაკში, რაც მომავალში მათი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.

ერთადერთი უკუჩვენება ორსულობაა.

  • მის.: მცხეთის ქ. 6, ოფისი 2
  • ტელ.: (032) 2242080
  • მობ.: (+995) 599 48 44 52
  • მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით
TOP