ATLAS

ხერხემლის პირველი მალის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნების შვეიცარიული მეთოდი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა და თვითრეაბილიტაცია

     სწორ მდგომარეობაში მყოფ კისრის პირველ მალას არა მხოლოდ უჭირავს თავი, არამედ უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ჰარმონიულ მუშაობას, ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეს.
     შვეიცარიელმა რეაბილიტოლოგმა - რენე-კლაუდიუს შუმპერლიმ 1993 წელს პირველმა აღმოაჩინა, რომ კისრის პირველი მალა თითქმის ყველას მდებარეობაშეცვლილი აქვს.
     მას თავად ხანგრძლივად აწუხებდა ეს პრობლემა, ამიტომ შექმნა კეფის ღრმა კუნთების მასაჟის უნიკალური მეთოდი, რაც შესაძლებელს ხდის არსებული პრობლემის ერთი პროცედურით მოგვარებას უსაფრთხოდ, ეფექტურად და ხანგრძლივი შედეგით ყოველგვარი დამატებითი მანიპულაციების გარეშე.

ატლასპროფილაქსის მეთოდი მოიცავს ორ დაგეგმილ ვიზიტს

სხეულის სიჯანსაღე დამოკიდებულია ატლასზე - კისრის პირველ მალაზე

ატლასპროფილაქსის მეთოდის უნიკალურობა

შედეგები ატლასპროფილაქს-მეთოდით სარგებლობის შემდეგ:
- ტანდეგობის გაუმჯობესება; 
- ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების ოპტიმიზაცია; 
- ტკივილების მნიშვნელოვნად შემცირება; 
- სქოლიოზის ხარისხის შემცირება;
- სახსრების მოძრაობის გაუმჯობესება;
- მალთაშორისი დისკის თიაქრის ბუნებრივი გაწოვა (ნაწილობრივი ან სრული);
- მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემის მოგვარება (ბავშვებში);
- კოორდინაციის და ბალანსის დარეგულირება;
- თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესება; 
- ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება;
- ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდა.

პრეცედურის დროს ზემოქმედება ხდება მხოლოდ კეფის ღრმა კუნთებზე, რის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა უბრუნდება მისთვის განკუთვნილ ადგილს (თავისქალა-ატლასის სასახსრე ფოსოს). ამდენად, აღნიშნული მეთოდი სრულიად უსაფრთხოა.

ატლასპროფილაქს-მეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური არასამედიცინო პროცედურა; მას უკეთებენ ახალშობილ ბავშვებსაც კი. მილიონობით ადამიანმა ჩაიტარა ატლასპროფილაქსი მსოფლიოს მასშტაბით და განთავისუფლდა დიდი ხნის პრობლემებისა და ტკივილებისგან.

ატლასპროფილაქს პროცედურა უსაფრთხოდ ტარდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც ატლასპროფი ეწოდება და რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიაში ან მის რეგიონალურ წარმომადგენლობებში.

AtlasPROfilax in Georgia - არის ატლასპროფილაქსის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. პროცედურას ატარებს შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიის მიერ დიპლომირებული სპეციალისტი ია გორგილაძე.

სიახლეები და ბლოგ-პოსტები

15 იანვარი 2023 By ატლასპროფილაქს-ჯგუფი in ბლოგი

ხერხემლის მკურნალობა შვეიცარიული მეთოდით

09 ნოემბერი 2022 By ატლასპროფილაქს-ჯგუფი in ბლოგი

Лечение позвоночника по уникальной швейцарской методике

16 სექტემბერი 2022 By ატლასპროფილაქს-ჯგუფი in ბლოგი

ხერხემლის მკურნალობა – ატლასთერაპიით

TOP